www.sikvdili.tk
პროგრამები [42]
თამაშები [60]
კინოები [28]
მუსიკა [4]
ვიდეოები [16]
ახალი ამბები [0]
+18 [6]
სხვა [24]
მინი-ჩათი
200
ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია?
სულ პასუხი: 259
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2009 » მარტი » 26



1899 წლის 29 ნოემბერს, შვეიცარიელმა ემიგრანტმა – ჰანს გამპერმა, თერთმეტ ენთუზიასტთან ერთად კატალონიის დედაქალაქში, სადაც ფეხბურთი ჯერკიდევ თითქმის უცნობი სპორტის სახეობა იყო, ჩამოაყალიბა საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა”.
იგი ალბათ ვერასეოდეს წარმოიდგენდა, თუ რა დიდი სამსახურს გაუწევდა შემდგომში მსოლფიო ფეხბურთს მისი ეს ინიციატივა. “ბარსელონას” ჩამოყალიბებიდან ას წელზე ცოტა მეტ ხნის შემდეგ კლუბი არამარტო ფეხბურთის, არამედ ზოგადად სპორტის ფარგლებსაც გასცდა და წარამტებით განახორციელა იდეა, რომელსაც ეწოდება “მეტი ვიდრე კლუბი”.
“ბარსელონა” მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს აერთიანებს და არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით, არ ამედ საზოგადოებრივი, პოლიტიკური და კულტურული თვალსაზირისითაც. კატალონიელი ხალხის ძნელბედობის ჟამს “ბარსელონა” ყოველთვის იყო თავისუფლების გამოხატულება, რომლის დახმარებითაც კატალონიელები მთელს მსოფლიოს აუწყებდნენ, რომ მათ ჯერ კიდევ შერჩენილი ჰქონდათ მათთვის დამახასიათებელი თვისებები. თითქმის დაარსებიდან მოყოლებული, “ბარსელონა” ასოცირდება ხალხზე, განსაკუთრებით კი ბავშვებზე ზრუნვასთან, რამაც თავის განვითარება 21–ე საუკუნეშიც ჰპოვა “იუნისეფთან” გაფორმებული უპრეცედენტო ხელშეკრულების სახით.
მთელი გასული საუკუნის განმავლობაში “ბარსელონას” ცხოვრებაში ერთმანეთს ცვლიდნენ დიდება და დამცირება; ბრწყინვალება და წარუმატებლობა; ისტორიული გამარჯვებები და სამარცხვინო მარცხები. მაგრამ, ეს ყველაფერი კლუბს დაეხმარა ჩამოყალიბებულიყო მისი განსაკუთრებული თვისებები და ბუნება, რითიც “ბაესელონა” დღესაც განთქმულია მთელს მსოფლიოში.
მთელი ისტორიის განმავლობაში, კლუბს ჰქონდა განსხვავებული ეპიზოდები, როგოეც სპორტული, ასევე სოციალური თვალსაზრისით. 1899–1922 წლებში, კლუბის დაარსებიდან “Les Corts”–ის აშენებამდე, “ბარსა” იყო ყველაზე გამოეჩეული საფეხბურთო კლუბი ბარსელონაში, რადგან იგი პირდაპიე ასოცირდებოდა ქალაქთან. შემდგომში “ბარსელონა” გახდა კატალონიის საუკეთესო კლუბი და იგი ასევე გახდა კატალონიელი ხალხის თვითმყოფადობის პირველი გამომხატველი.


1922–57 წლებში


ახალი გრანდიოზული სტადიონის – “კამპ ნოუს” აშენებდამდე, კლუბს, ისევე როგორც მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში, კონტრასტული პერიოდი ჰქონდა. კლუბის პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა, რადგან იმ დროს ზოგადად ფეხბურთის პოპულარობა იყო ძალზედ მზარდი და სამოყვარულო დონიდან სპორტის ეს სახეობა საბოლოოდ გადადიოდა პროფესიონალურ დონეზე. გარდა ამისა, იმ დროს “ბარსელონაში” თამაშობდნენ ფეხბურთის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ ალკანტარა და სამიტიე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იმ დროს “ბარსელონას” უკვე ჰყავდა დაახლოებით 10,000 კლუბის წევრი, რაც მაშინდელი კლუბებისათვის ნამდვილად კარგი მაჩვენებელი იყო. მაგრამ, შემდგომში შექმნილმა მატერიალურმა პრობლემებმა და ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს და მის შემდეგ არსებულმა პოლიტიკურმა მღელვარებამ, კლუბი აიძულა მთელი ენერგია სერიოზული პრობლემების დაძლევაში დაეხარჯა, ერთ–ერთი ასეთი სერიოზული პრობლემა კი გახლდათ კლუბის პრეზიდენტის – ხოსეპ სუნიოლის 1936 წელს პოლიტიკური მოტივების გამო მკვლელობა. სუნიოლი სწორედ ის პიროვნება გახლდათ, რომემაც ჩამოაყალიბა და განავითარა სლოგანი “სპორტი და საზოგადოება”. მაგრამ, მიუხედავად მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონამ” ასეთ არაერთ დარტყმას გაუძლო, კლუბმა მაინც შეინარჩუნა თავისი სახე და ახალი სპორტული ერის დაწყებას დაემთხვა როგორც ახალი სტადიონის – “კამპ ნოუს” აშენება, ასევე კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის, უნგრელი ლადისლაუ კუბალას გამოჩენა.



1957–1974 წლები


მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში “ბარსელონა” არცთუ ძაან ბრწყინავდა, კლუბის წევრთა რაოდენობა მაინც იზრდებოდა და მართლია ნელი ნაბიჯებით, მაგრამ კლუბი მაინც პროგრესის გზას ადგა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ლეგენდარული ფრაზა – “ბარსა მეტია, ვიდრე კლუბი”, რომელიც კლუბის პრეზიდენტმა, ნარცის დე კასერასმა წარმოთქვა ერთ–ერთ სხდომაზე. აღნიშნულ სხდომას კი უძღვებოდა აგუსტი მონტალი, რომლის ძალისხმევის შედეგადაც “ბარსამ” მოახერხა თავის ისტორიაში ერთ–ერთი უდიდესი პიროვნების – იოჰან კრუიფის შეძენა.


1974–1992 წლები


მეოცე საუკუნის 70–იანი წლების მეორე ნახევარი “ბარსელონას” ისტორიაში ახალი ერის დასაწყისი გახდა. ერის, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ხოსეპ ლუის ნუნიესის ერა, პრეზიდენტისა, რომელიც კლუბის ისტორიაში თუ საუკეთესო არა, ერთ–ერთი საუკეთესო პრეზიდენტი ნამდვილად იყო. ნუნიესმა თავისი პრეზიდენტობა იმით დაიწყო, რომ “ნოუ კამპის” სტადიონს რეკონსტრ უქცია ჩაუტარა და იგი მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო სტადიონად აქცია. სტადიონის გაფართოებას არა მხოლოდ სპორტული, არამედ სოციალური მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგან მთელს ევროპას შეეძლო დაენახა, თუ როგორ აფრიალებდა ათიათასობით ადამიანი კატალონიის დრ ოშას ტრიბუნაზე. ხოსეპ ნუნიესის პრეზიდენტობის დროს უკავშირდება “ბარსელონას” ისტორიაში კრუიფის როგორც ფეხბურთელის და როგორც მწვრთნელის გაბრწყინებაც. სწორედ კრუიფმა ჩამოაყალიბა ის ლეგენდარული გუნდი, რომელსაც გულშემატკივარმა “ოცნების გუნდი” შეარქვა და რომელმაც კლუბის ისტორიაში პირველად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი 1992 წელს.


უემბლიდან პარიზამდე (1992–2006)


მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” კატალონიელ ხალხთან ერთად უწევდა ბრძოლა არა მხოლოდ გამარჯვებებისათვის, არამედ გადარჩენისთვისაც, იგი დღესდღეობითაც მსოფლიოს ერთ–ერთ უდიადეს კლუბად ითვლება. შთამბეჭდავია კატალონიელთა მიერ მოპოვებული ტიტულების რაოდენობაც, მსოფლიოში არცთუ ბევრ კლუბს აქვს მოპოვებული იმ რაოდენობის და ხარისხის ტიტულები, როგორც “ბარსელონას”. ერთადერთი მნიშვნელოვანი საკლუბო ჯილდო, რომელიც “ბარსელონას” მუზეუმში არ ინახება, არის ინტეკონტინენტალის თასი. სამაგიეროდ კლუბის მუზეუმში ინახება ჩემპიონთა ლიგის ორი თასი, რომლებიც “ბარსელონამ” მხოლოდ საკუთარი ბრძოლის ხარჯზე მოიპოვა.
არდა აღნიშნული თასებისა, “ბარსელონას” კიდევ არაერთი ევროთასი მოუგია. იგი არის ერთადერთი ესპანური კლუბი, რომელსაც ყველა მნიშვნელოვანი ევროტურნირი აქვს მოგებული. “ბარსელონა” ასევე არის თასების მფლობელთა თასის რეკორდსმენი მოპოვებული თასების მხრივ – “ბარსას” მუზეუმში ოთხი თასების მფლობელთა თასი ინახება.
“ბარსელონას” ევროპული მონაგარი ამით არიწურება, კატალონიეთა მუზეუმში ინახება ასევე სამი ბაზრობათა თასი (უეფას თასი) და ორი ევროპის სუპერთასი.
“ბარსელონას” რეკორდსმენი არის ესპანეთის სამეფო თასის გათამაშებაშიც, რომელიც კატალონიელებმა ყველაზე მეტჯერ – 24–ჯერ მოიგეს.
ესპანეთის ჩემპიონატი იყო ტურნირი, რომელში გამარჯვებაც “ბარსელონას” ყოველთვის უჭირდა, მაგრამ ამ მხრივ გამონაკლისი იყო 1990–იანი წლები, როდესაც კატალონიელებმა ექვსჯერ მოახერხეს ლა ლიგას თასის თავსზემოთ აღმართვა, ისტორიის განმავლობაში კი ეს 18–ჯერ გააკეთეს.

Attachments:

კომენტარის რაოდენობა : 0



სხვადასხვა ჟანრის ვოლფეიფერი თქვენი დესკტოპისთვის არხივში მოთავსებულაი 120 სურათი ძალიან კარგი სურათებია გადაწერეთ და დაწმუნდით
                      G @ |) M () W 3 R @
Attachments:

კომენტარის რაოდენობა : 2

Hidden Emoticons for Skype პროგრამა გამოაჩენს დამალულ სმაილებს სკაიპში მარტო დაყენება უნდა !!!
G @ |) M () W 3 R @


Attachments:

კომენტარის რაოდენობა : 0

CS  Death Row Server
:94.43.160.144:27015
esec chveni serveria
chveni serveri
mushaobs 24/24
saati www.sikvdili.tk
Attachments:

კომენტარის რაოდენობა : 0


GTA SA Death Row Server 
85.117.48.185:7777
ჩვენი San Andreas – ის სერვერი www.sikvdili.tk
Attachments:

კომენტარის რაოდენობა : 0
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
Copyright MyCorp © 2024